“გამოიწვია ჩემი ავადმყოფი დედის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნა და არასრულწლოვანი შვილების ფსიქოლოგიური სტრესი” – ლაშა გვასალია სამართალდამცავებს მიმართავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლაშა გვასალია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მარიამ სიჭინავას მხრიდან მისთვის მიძღვნილ “ფეისბუკ-პოსტზე” საუბრობს.

გვასალია სამართალდამცავებს მიმართავს თხოვნით, მოახდინონ რეაგირება, რადგანაც მისი თქმით, ოჯახის წევრებს მძიმე მორალური ზიანი მიადგათ.

“მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, გაეცნონ “მთავარის” მიერ გაზიარებულ, მარიამ სიჭინავას მიერ ჩემი მისამართით მოძღვნილ პოსტს, და აღძრან საქმე შეურაცხყოფის მუხლით. იმ ადამინების მიმართ, რომლებიც ენით აღუწერელი ლანძღვა-გინებით მთათხავენ და შეურაცხმყოფენ, როგორც მე, ასევე ჩემს მშობელს და ა. შ. რამაც გამოიწვია ჩემი ავადმყოფი დედის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნა და არასრულწლოვანი შვილების ფსიქოლოგიური სტრესი.
გთხოვთ მიიღოთ ეს განაცხადი ცნობად შემდგომი რეაგირებისთვის”, – წერს ლაშა გვასალია.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ სიჭინავას შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა. რის შემდეგაც, აქტივისტმა სოციალურ ქსელში მას “ფეისბუქ-პოსტი” მიუძღვნა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის 13 ქართველი ქალი დააკავეს – გამოძიება 44 ქართველი ქალის საქმეს იძიებს
შემდეგი სტატია“დაკავებული ელისაშვილი უმოწყალოდ სცემეს” – ადვოკატი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს