გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი – იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილზე

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს, “საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელოს პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი”.

უწყება ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს – გამოიყოს ექიმების შებამისი ჯგუფი,რომლებიც პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობას პერიოდულად დააკვირდება. იუსტიციის სამინისტრო ასევე თანამშრომლობის თხოვნით მიმართავს სახალხო დამცველსაც და პროცესში აქტიურად ჩართვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს თხოვს.

განცხადება სრულად:

ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი; მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;

მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიულიალასანია: მე პირადად, მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს