გამოიყენა, თუ არა მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება “ოცნების” ხელისუფლებამ?! – რას ამბობს ირაკლი კობახიძე?!

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად წყლის ჭავლში წყალთან ერთად ის ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს, რომელზეც ტელეკომპანია BBC საუბრობს. კობახიძე აღიარებს, რომ ბრიტანული მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტი ნამდვილია და სახელმწიფოს ქიმიური ფხვილი კოდით 3439 ნაყიდი ჰქონდა. თუმცა ეს კოდი სხვადასხვა ქიმიკატს აერთიანებს – კობახიძე ირწმუნება, რომ BBC-ის მიერ ნავარაუდევი აკრძალული ქიმიკატი “კამიტე” გამოყენებული არ ყოფილა. ვკითხეთ მაშინ რომელი ნივთიერება გამოიყენეს.

მთავრობაც უშვებს შესაძლებლობას, რომ გამოყენებულ ნივთიერებებს შორის შესაძლოა, ყოფილიყო სხვა აკრძალული ნივთიერება. რადგან BBC-ის მიერ დასახელებული და კობახიძის მიერ დადასტურებული ქიმიური ფხვნილი “კამიტეს” გარდა სხვა აკრძალულ ნივთიერებებსაც შეიცავს.

როგორ დაადგინა მთავრობამ, რომ BBC-ის მიერ ნავარაუდევი ქიმიური იარაღი “კამიტე” გამოყენებული არ ყოფილა. ჩანს, რომ კობახიძეს და გელაძეს სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს და პასუხი არც პრემიერს აქვს. ამბობს, რომ ჯერ მხოლოდ ამის დადგენა მოახერხეს, სხვა დანარჩენებზე კი პასუხი მხოლოდ ვარაუდია. თუ დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არსენალში აკრძალული ქიმიური იარაღი ჰქონდა, კობახიძემ პასუხისმგებლობის არიდების გზა მოძებნა და ეჭვები ვანო მერაბიშვილზე გააჩინა.  თქვა, რომ ახლა დაადგენენ, რა იყიდა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა 2009 წელს.

banner
წინა სტატიაშიThe Hill: სენატის უმრავლესობის ლიდერმა დაბლოკა MEGOBARI აქტის თავდაცვის აქტში შეტანა
შემდეგი სტატიაBBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ევროპარლამენტარები დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ