გამოიძიე! – საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ბათუმში აქციით დახვდნენ

#ლექსSOSთვის – ბათუმში სასტუმრო “შერატონთან”, სადაც საერთაშორისო კონფერენცია იმართება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტიების წევრები, უფლებადამცველები და მოქალაქეები არიან შეკრებილები.

“არა ავტორიტარიზმს”; “ევროპა ჩვენი არჩევანია”; “გამოძიე” ;”მედია თავდასხმის ქვეშაა” – აქციის მონაწილეებს ამ წარწერებით ბანერები და ლექსო ლაშქარავას ფოტოები აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას და 5-6 ივლისს მომხდარზე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიავტოავარია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში
შემდეგი სტატიადეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა