გამოძიების უცნაური მეთოდები:”თქვენ მოკალით ზვიად გამსახურდია?”

გამოძიების უცნაური მეთოდები: წარმოიდგინეთ, რომ დაიბარეს ადამიანი ზვიად გამსახურდიას საქმეზე. გამომძიებელი უსვამს ასეთ კითხვას:

“თქვენ მოკალით ზვიად გამსახურდია?” ან “როდესაც 1994 წელს ჩინი მოგიმატეს და დაგაწინაურეს, იმასთან ხომ არ იყო კავშირში, რომ თქვენ პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზებაში იყავით ჩართული?”

როგორ ფიქრობთ, რა პასუხს მიიღებს გამომძიებელი? მერე, ჩვენს ადვოკატს ეუბნება: რა ვქნა, ამბობს არ მომიკლავსო. არ დავუჯერო?

თვალი დავხუჭე და წარმოვიდგინე ვიღაც ლაბადიანი ტიპი, რომელიც პორტფელით ხელში მოიჩქარის მთავარი პროკურატურისკენ. შემოვა, დაუჯდება გამომძიებელს და ეტყვის: “დიახ, მე მოვკალი ზვიად გამსახურდია. აგერ მტკიცებულებებიც, საიდანაც ჩანს ჩემი დანაშაული; 2 თვე ვაკოწიწე, დღე და ღამე გავასწორე, და გაგიადვილეთ საქმე. ერთი სული მაქვს, სასამართლო როდის მომისჯის 25 წლიან ან უვადო პატიმრობას, ხოლო ისტორიის წიგნებში როდის შევალ, როგორც ბერბიჭაშვილი 2.”

ნეტავ ვინ შექმნა ღმერთო ეს კაფკასებური სამყარო აქ-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიBBC: როგორო არ ვეჩხუბოთ ახლობლებს დღესასწაულებზე – 10 რჩევა
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიაში ჯარის შეყვანა დაიწყო