,,გამოძიების პროცესში ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია”

გამოძიების პროცესში, ვიდრე კონკრეტული პირების ბრალეულობა არ გამოიკვეთება, ეკოლოგიის სამსახურის ხელმღვანელის გადაყენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, – ამის შესახებ თბილისია მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის იმ მოთხოვნის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ისინი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომას მოითხოვენ.
,,გამოძიების პროცესში, ვიდრე კონკრეტული პირების ბრალეულობა არ გამოიკვეთება, მანამდე ხელების გაშვერა სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის მისამართით, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. მეორე მხრივ, ეს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარეც არ უნდა მოხდეს, რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რაც ყველამ უნდა დავიცვათ”, – განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ დავით ნარმანიამ თანამდებობა დატოვოს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელმა შემთხვევით ავტობუსი იყიდა
შემდეგი სტატიაქუთაისის მერიასთან მოშიმშილე მრავალშვილიანი დედის მდგომარეობა დამძიმდა