გამოძიების ფედერალური ბიურო ამოწმებდა ტრამპი მოსკოვზე მუშაობდა თუ არა

თეთრმა სახლმა New York Times-ის განცხადება მკაცრად გააკრიტიკა – მასალაში საუბარი იყო იმაზე, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო, რომელსაც უნდა დაედგინა, მუშაობდა თუ არა დონალდ ტრამპი საიდუმლოდ მოსკოვისთვის. სპეცსამსახურების თანამშრომლები 2017 წლის მაისში შეშფოთდნენ, როცა ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. როგორც New York Times-ი წერს, გამოძიების მიზანი ძალიან ფეთქებადსაშიში იყო: კონტრდაზვერვას უნდა გადაეწყვიტა, სინამდვილეში არის თუ არა დონალდ ტრამპი აშშ-ს უსაფრთხოებისათვის საშიში. კონტრდაზვერვა, გაზეთის ცნობით, ცდილობდა დაედგინა, ხომ არ მუშაობდა ტრამპი რუსეთზე და ხომ არ იმყოფებოდა ის რუსეთის გავლენის ქვეშ – “ბიბისი” წერს.

თვითონ ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი გამოძიების არც საფუძველი და არც მიზეზი არ არსებობდა. “ო, ახლახანს გავიგე New York Times-სგან, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელები, თითქმის ყველა დათხოვილ ან სხვადასხვა ცუდი მიზეზებით დამსახურდატოვებულებს ჩემს წინააღმდეგ გამოძიება დაუწყიათ – მიზეზებისა და მტკიცებულებების გარეშე, მას შემდეგ, რაც ჯეიმს კომი, ნამდვილი იაფფასიანი მატყუარა დავითხოვე” – ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა.

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, დასრულდა თუ არა გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიაშშ არქტიკაში სამხედრო გემების გაგზავნას აპირებს
შემდეგი სტატიაკოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებებს ითხოვს