“გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება მსხვერპლს ადანაშაულებს” – გრიგოლ გეგელია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2020 22:36

“გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება მსხვერპლს ადანაშაულებს” – გრიგოლ გეგელია

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებას ეხმაურება. უმრავლესობის განცხადებით, „ლელოს“ აქტივისტმა პირად Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

გეგელია მათ განცხადებას კომიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების”ლიდერების ბრალდებები სამარცხვინოა.

“ლელოს აქტივისტის, რაშად მუსაევის მიმართ უმრავლესობის მიერ დასახელებული ბრალდებები, რომ თურმე იგი “ქართული ოცნების” წევრებს ფიზიკური ხელყოფით ემუქრებოდა, არის კომიკური. “ლელოს” არაერთი წევრის მსგავსად, რაშად მუსაევი თვითონ არის მუქარის, დაშინების და ზეწოლის მსხვერპლი “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების და აქტივისტების მხრიდან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რაშად მუსაევზე სისტემატიურად ხორციელდებოდა მოსყიდვის, გადაბირების და პატიმრობით დაშინების მცდელობები,”-აცხადებს გეგელია.

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ავლენს პოლიტიკურ უსუსურობასა და ორმაგ სტანდარტს.

“მაშინ, როდესაც ოცნების პარტაქტივი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ჩართული ოპოზიციონერი აქტივისტების დაშინებასა და დევნაში, ხელისუფლება თავის ე.წ. გამოძიებას იწყებს შუაში მუქარის და ძალადობის მსხვერპლთა დადანაშაულებით, ნაცვლად გამოძიების სათავეში დაწყებისა ლ, სადაც თვითონ ქართული ოცნება და მისი მოძალადე ამფსონები იმყოფებიან. ეს აბსურდული სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება სულს ღაფავს. ლელოს “მარშალის გეგმით” და მზარდი ორნიშნა რეიტინგით დაშინებული ხელისუფლება ჩვენი კეთილსინდისიერი, პატრიოტი თანაგუნდელების დევნის გარდა აღარაფერი დარჩენია. საბედნიეროდ, ჩვენ ამ უგუნურ ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში დავასრულებთ და ქვეყნის სწრაფ განვითარებას შევუდგებით,” – განაცხადა გეგელიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2020 22:36