გამოძიების დაწყება მედვედევის მითითებას უცნაურად ემთხვევა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ფაქტი “უცნაურად ემთხვევა დიმიტრი მედვედევის მითითებებს”.

“მოეშვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას”- მიმართა ზურაბიშვილმა პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ.

საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ეკრანზე აჩვენა დარღვევების ჩამონათვალი, რომელიც ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გადაიღეს.

პრეზიდენტმა ისაუბრა მესამე სექტორის მტკიცებულებებზე, რომლებიც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებენ.

მივმართავ პროკურატურას, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომლებიც უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს.

პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არის მცდელობა, რომ საზოგადოება, რომელიც განიცდის დიდ ფრუსტრაციას დღეს, ამავე დროს მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე. მე არ მეშინია, თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი წყნარად, მშვიდობიანად იქნება”, – ამბობს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიEU-ის ელჩი: აღინიშნა დარღვევები, რაც კანდიდატისგან მოსალოდნელ სტანდარტს არ შეესაბამება
შემდეგი სტატია“არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე”-ევროკომისიის ანგარიში