გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავეთ ვარაუდებისგან – მიტროპოლიტი დიმიტრი მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. ის გულისტკივილს გამოთქვამს მომხდარი მოვლენების გამო და ყველას მიმართავს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ ვარაუდებისაგან.

წერილი მიტროპოლიტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან,” – ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

banner
წინა სტატიაში„როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა ყველაფერი სოლოლაკელ მბრძანებელს” – გიორგი გუგავა
შემდეგი სტატიაკრიმინალური პოლიცია სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის მოთხოვნით მიმართავს