გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის მოქალაქე ბაქოში

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლისთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი მხოლოდ გამოძიებამ უნდა გასცეს.

იუსტიციის მინისტრი გამორიცხავს, რომ ამ პროცესში საქართველოს რომელიმე სამართალდამცავი ყოფილიყო ჩართული.

” გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის მოქალაქე ბაქოში? სად გადაკვეთა მან რეალურად საზღვარი? იყო თუ არა ჩართული ამ პროცესში საქართველოს რომელიმე მოქალაქე? პასუხი მაქვს ამ კითხვის ერთ ნაწილში. გამორიცხულია, რომ საქართველოს რომელიმე სამართალდამცველი ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული. როდესაც ვსაუბრობთ ამ საქმის სწრაფ გამოძიებაზე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის საქმე, ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა, რომ არ ვაყენებდეთ დარტყმებს იმ სტრუქტურებს, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ეს დარტყმები არის უსაფუძვლო და პირდაპირ აკნინებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, როგორც შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩემი თხოვნა იქნება, თავი შევიკავოთ სამართალდამცავების უსაფუძვლო დისკრედიტაციის მცდელობებისგან, დაველოდოთ გამოძიებას. ვინ უბიძგა მოცემულ პირს წასულიყო საზღვრისკენ, იყო თუ არა ეს ბიძგი მოტაცების მიზნით, ხომ არ ჰქონდა ადგილი გატყუებას. თუ იყო მოტაცება, ვის მიერ იყო ჩადენილი. რა ენაზე საუბრობდნენ ეს ადამიანები, იცნობდა თუ არა, მსხვერპლი მათ”, – განაცხადა წულუკიანმა.

აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე
შემდეგი სტატიაის, რომ თურმე ვიღაცა საზღვარზე გაიპარა, პასპორტი დატოვა, – ძალიან არასეიოზული პასუხია