გამოძიებამ უნდა დააჩქაროს ტემპები და გავიგოთ რეალური მიზეზი რა არის ამ ხანძრების – ირმა ინაშვილი

„სამწუხარო ის არის, რომ არაერთი ხანძარი მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და მიზეზების გამოვლინება, რაც არის გამოძიების პრეროგატივა, ჭიანურდება დროში,“ – ეს განცხადება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევების დროს ადამიანების ზარალი სათანადოდ ანაზღაურება და საქმის გამოძიება არ ხდება. ის აცხადებს, რომ “ბავშვთა სამყაროს” ხანრის მიზეზების გამოძიება აუცილებელია.

„მე ვისურვებდი, რომ გამოძიებამ დააჩქაროს ტემპები და გავიგოთ ბოლოს და ბოლოს რეალური მიზეზი რა არის ამ ხანძრების. ეს არის შემთხვევით, თუ ამას იწვევს ვიღაცა? ეს აზრი რომ არ მუსირებდეს, ამიტომ აუცილებელია გამოძიების დასრულება,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ავტონაწილების ბაზრობას დღეს საღამოს ცეცხლი გაუჩნდა და მისი ლოკალიზებისთვის დაახლოებით 100 მეხანძრე მუშაობდა.

 

https://youtu.be/9i3OwhcpKaQ

 

banner
წინა სტატიაშირატომ ხდება, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს?
შემდეგი სტატიალაშა აბაშიძე – საუბარი იმაზე, ხანძარი განზრახ გაჩნდა თუ არა, ადრეა