გამოძიებამ პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი დაადგინა

გამოძიებამ პარიზში მომხდარი ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა. როგორც ფრანგული რადიოსადგური RTL იტყობინება, ის 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია , რომელიც “ისლამურ სახელმწიფოში” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი იყო.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სწორედ აბაუდი კურირებდა ტერორისტების ქმედებებს 13 ნოემბერს. ის ბრიუსელის მოლენბეკის რაიონის მკვიდრია.
RTL-ი იტყობინება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები აბაუდს ტელეფონით ესაუბრებოდნენ. ტერაქტების ორგანიზატორის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები სირიაში დაიგეგმა. მან ასევე, ევროპაში ახალი თავდასხმები არ გამორიცხა.

WWW.IPN.GE

 

banner
წინა სტატიაში“აშშ-მა დადებითად შეაფასა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები”
შემდეგი სტატიაბელგიის პოლიციამ საფრანგეთის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავა