გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი ვერ ამოიღო – გახარია

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ ერთ ფიგურანტ, მ.კ-სთან დაკავშირებით შს მინისტრს გიორგი გახარიას კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ კითხვები დაუსვა. კახიძე დაინტერესდა არის თუ არა საქმის კურსში მინისტრი რომ გამოძიებას ამოღებული არ აქვს მ.კ.-ს მიმოწერა მირზა სუბელიანის შვილთან და მსჯავრდებულ გ.ჯ-სთან. შე მინისტრის თქმით, ის ამ ფაქტის შესახებ საქმის კურსშია.

კითხვაზე, იცის თუ არა მინისტრმა, რომ მ.კ. ფარდულში იმყოფებოდა ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე და ფიზიკურ კონტაქტში იყო დავით სარალძესთან, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ იცის. ასევე, მინისტრის თქმით, დღეს უკვე მისთვის ცნობილია, რომ მ.კ-ს სახლი არ გაჩხრეკილა.

ოთარ კახიძის კითხვაზე, რომ სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, გამოძიებას არ ამოუღია მ.კ.ს- ტანსაცმელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით იყო სისხლიანი, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „არ ამოუღია არ არის სწორი განმარტება, ვერ ამოიღო, უფრო სწორი განმარტება იქნება“.

banner
წინა სტატიაშითიბისი დაზღვევის პირველი ჩათბოტი 1 წლისაა
შემდეგი სტატია„ვერ აგისხნით რა ბედნიერებაა, მარტომყოფთან შენიანი რომ მოვა და ქართულად გეტყვის – გამარჯობა“