,,გამოძიება უნდა მივიდეს დანაშაულის ორგანიზატორთან, ანუ სათავესთან”

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვირშვილს და კრიმინალური პოლიციის უფროსს შეხვდა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, გარკვეული პირების მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური კავშირების თვალსაზრისით მათი გადამოწმება.
„არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს მათი გადამოწმება პოლიტიკური კავშირს თვალსაზრისით. ამაზე გამოძიება ისაუბრებს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც არის რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს რაოდენობა, ალბათ გაიზრდება. ჩემთვის მთავარია, რომ მოქალაქეები იყვნენ დაცულები ასეთი უკანონო ქმედებებისგან. გამოძიება უნდა მივიდეს იმ დანაშაულის ორგანიზატორთან, ანუ იმ სათავესთან, საიდანაც დაიგეგმა ამ უკანონო მოქმედების განხორცილება. მხოლოდ იმ პირების დაკავებამ ვინც ინტერესის გამო თუ გაუცნობიერებლობის გამო, ან პოლიტიკური ანტიპათიით თუ იზიარებს ან ავრცელებს, ესეც დასჯადია, მძიმე დანაშულად ითვლება, სანქციაა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმროს ითვალისწინებს. ეს უნდა იყოს პირველ რიგში ყველასთვის პრევენცია. ჩემი ინტერესი არ არის, რომ უამრავი ადამიანი იმს გამო დავაპატიმროთ იმის გამო, რომ ვერც კი ხვდებოდნენ რას ჩადიოდნენ. კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს მოქალაქეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, მაგრამ საჭიროა ამის თაობაზე გავაფრთხილოთ. მთავარია, გამოძება მივიდეს იმ ადამიანებთან, ვინც ეს დაგეგმა” – აღნიშნა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება – ეკა ბესელია შს მინისტრის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატია,,განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა ხარვეზს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა”