„გამოძიება უნდა დაიწყოს“ – ირაკლი სესაიშვილი სკანდალურ აუდიო ჩანაწერზე

მორიგი სკანდალური ჩანაწერი, სადაც მირზა სუბელიანი ხმაურიან საკითხებსა და საქმეებზე საუბრობს – აღნიშნულს მმართველი გუნდის რიგებიდან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. სესიაშვილის განცხადებით, ის გავრცელებულ ჩანაწერებს არ ენდობა, თუმცა მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ძიება უნდა დაიწყონ:

„თავისთავად ცხადია გამოძიება უნდა დაიწყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა რამდენადაც ბოლო პერიოდში ჩვენ ამ ფაბრიკაციების მომსწრენი ვართ და ის ჩანაწერები, რაც “რუსთავი2”-მა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა, მათი ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამიტომ მე პირდაპირი ნდობა ვერ მექნება და ამიტომ დაველოდები გამოძიებას,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2017 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2379 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა – საქსტატი
შემდეგი სტატია„გუშინაც მიმდინარეობდა დაკითხვები და გამოძიება გაგრძელდება“ – თეა წულუკიანი სკანდალურ ჩანაწერზე