გამოძიება უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად – პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების დასრულებას ელოდებიან

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, პროცესის წინასწარ შეფასებისგან თავს იკავებენ პანკისში. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და ობიექტური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმართლის დადგენას კანონის ფარგლებში ყველანაირად შეეცდებიან.
პანკისის ხეობაში იმამის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხეობაში აქციები და საპროტესტო გამოსვლები არ იგეგმება.
“გამოძიება უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად და ობიექტურად, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ დროული პასუხები იმ კითხვებზე, რა კითხვებიც დღეს არის საზოგადოებაში. ველოდებით დამატებით ინფორმაციის გამოქვეყნებას და ამის შემდეგ გავაკეთებთ კიდევ დამატებით განცხადებას. რაც შეეხება აქციებს, ჯერ დაველოდებით გამოძიების მსვლელობას, რა მიმართულებით წარიმართება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, კანონის ფარგლებში რის გაკეთება შეიძლება,” – აცხადებს პანკისის ხეობაში იმამის წარმომადგენელი მუსა გოდერძიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმაუწყებლის შესახებ კანონი – ენმ პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიადავძლევთ ვეტოს თუ ის იქნა გამოყენებული – კილაძე მაუწყებლის შესახებ კანონზე