,,გამოძიება, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგაა მიმართული”

ფონდ “იავნანას” საქმეზე ფონდის შემოქმედებითი ჯგუფის წევრების დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება. ისინი გამოძიებას ჩვენებას მოწმის სახით, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე აძლევენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ასევე ფონდის შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრები. მათი შეფასებით, გამოძიება, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგაა მიმართული.

როგორც ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ჯორბენაძემ განაცხადა, დადგმული სპექტაკლია ის, თითქოს, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “იავნანას” მიერ თანხების გაფლანგვაზე მომზადებული ფილმის ნახვის შემდეგ მიმართა პროკურატურას, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო.

“ამ გამოძიების გამო უკვე ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ თქვა უარი ქველმოქმედებაზე. ეს ორგანიზაციები თანამშრომლობდნენ ფონდთან, მაგრამ ამ გამოძიების გამო ამ საქვეყნო საქმეზე უარი თქვეს. არ ვიცი, რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შემოქმედებითმა ჯგუფმა გამოძიებას ფინანსებზე, თუმცა მაქვს მოლოდინი, რომ ბოლოს დაგვიბარებენ მთელს შემოქმედებით ჯგუფს და მადლობას გადაგვიხდიან იმ საქმიანობისთვის, რაც გავწიეთ ფონდ “იავნანაში”, – განაცხადა თეონა ჯორბენაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – სახელფასო ფონდი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება
შემდეგი სტატიადოდო გუგეშაშვილი – მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმები ვართ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს