“გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ტემპი არ დაგვიგდია”- მღებრიშვილი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე

შს მინისტრი დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს – “გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ტემპი არ დაგვიგდია. თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბორის ჩაგუნავა, რომელსაც უწყების ინფორმაციით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ხოლო მეორე ბრალდებულს, დავით ხეჩუაშვილს ბრალი დაუსწრებლად, სს კოდექსის 19/109 მუხლით წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

1475653614

banner
წინა სტატიაში“მე პრემიერის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები” – მღებრიშვილი საკადრო ცვლილებებზე
შემდეგი სტატია“რამდენიმე სამინისტროს მიმართულებით იგეგმება ცვლილება”- ენერგეტიკის მინისტრი