“გამოძიება გაგრძელდება და დამნაშავეები აგებენ პასუხს”- კალაძე გადატრიალების მცდელობაზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” იმ განცხადებებთან დაკავშირებით საუბრობს, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” არჩევნების დროს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არეულობის მოწყობას აანონსებდა.
კალაძემ განაცხადა, რომ არსებობდა არაერთი ინფორმაცია და ამიტომ მმართველი გუნდი პრევენციულ განცხადებებს აკეთებდა.
მისი თქმით, 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიება გაგრძელდება და დამნაშავე პირები პასუხს აგებენ. მისი განცხადებით, დასადგენია არჩევნების წინა პერიოდში გავრცელებული აუდიო ჩანაწერების ავთენტურობაც.
“დიდი საშიშროება იყო, მაგრამ ჩვენ ვაწყნარებდით მოსახლეობას და ვამბობდით, რომ გადატრიალების და რევოლუციის მოწყობას ვერავინ გაბედავდა იმიტომ, რომ კანონის წინაშე აგებდა პასუხს, ვინც ამას გაბედავდა. ძალიან სახიფათო იყო ის აუდიო ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა და ყველამ მოვისმინეთ. სახიფათო იყო ენმ-დან შემომავალი ინფორმაციები, კადაფიზაციაზე და ათას სისულელეზე იყო საუბარი, უნდა დადგინდეს ავთენტურობა, რა თქმა უნდა ამ მასალების და გამოძიება, რომელიც დაწყებულია 315-ე მუხლით, უნდა გაგრძელდეს. გარწმუნებთ, თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, აგებს პასუხს კანონის წინაშე,” – განაცხადა კალაძემ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე: კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, კარგად გაეცანით, საიდან ვარ
შემდეგი სტატია(VIDEO) მომაკვდავი “ბაიკერის” გზავნილმა ქსელი შეძრა