გამოძიება დღეს ამოიღებს “ასტრაზენეკას” ფლაკონს, რომლითაც მეგი ბაქრაძე აიცრა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე დღეს, 13 აპრილს გამოძიებამ “ასტრაზენეკას” ვაქცინის ის ფლაკონი უნდა ამოიღოს, რომლითაც 27 წლის მედდა კლინიკა “იმედში” აიცრა. ადვოკატებს მოწმეთა ჩვენებები კითხვის ნიშნებს უჩენთ.

“გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც დამაგრდება საქმეზე, გვექნება საშუალება, რომ დავათვალიეროთ ეს ფლაკონი. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 საათი და 40 წუთი, ან თუ ამ დროს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, რანაირად მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა.

ჩემს ხელთ არსებული პირადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამხარაულს ძალიან უჭირს დასკვნის დაწერა, თუმცა რა არის მიზეზი, ამის შესახებ არ ვარ ინფორმირებული”, – თქვა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიაოზურგეთის მერმა ბიძაშვილის კომპანიას, ტენდერის გვერდის ავლით, 187 276 ლარი მისცა