გამოძიება დასკვნით ეტაპზეა-“ომეგა ჯგუფის” თანამშრომლის დავით თოლორდავას პოლიციაში დაბარება 2015 წელს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება

“ომეგა ჯგუფის” თანამშრომლის დავით თოლორდავას პოლიციაში დაბარება 2015 წელს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, აღნიშნული ინფორმაცია “თაიმერს” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, 2015 წელს საქმეზე დაიწყო გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელბამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. გამოძიება მისულია დასკვნით ეტაპზე საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში არ არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტს საბოლოო დასკვნის გასაცემად დამატებით წარსადგენი აქვს სამედიცინო გამოკვლევის დოკუმენტაცია, სწორედ ამ თემაზე მოხდა დავით თოლორდავას დაბარება.

banner
წინა სტატიაშისელფის გადაღების დროს 2011-2017 წლებში 259 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაირმა ჭკადუა თოლორდავას პოლიციაში დაბარებაზე – ამაში გასაკვირი არაფერი არ არის