გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით, რაც არასწორია, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე – ტყეშელაძე

„გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით, რაც არასწორია, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ

„გუშინვე უნდა დაწყებულიყო გამოძიება, როდესაც მოხდა აღნიშნული დანაშაული. გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით და 187-ე მუხლით მხოლოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე. ეს იყო ჯგუფური და ორგანიზებული თავდასხმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მხოლოდ ჯგუფური კი არა, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი მოვიდა და დაესხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს.“ – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ

banner
წინა სტატიაშივისაც საქართველოსთან ურთიერთობა სურს, ამ რუსების ძახილს თავი გაანებონ და წესიერად გველაპარაკონ – მეუფე იაკობი
შემდეგი სტატიაწყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება