“გამოძიება აუცილებლად უნდა წარიმართოს,” – ზვიად ქორიძე ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე გამოეხმაურა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია, თუმცა მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, აუცილებელია პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

„ალეკო ელისაშვილი მოითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება ამ თემაზე, რაც შეიძლება დროულად და ეფექტურად, იმიტომ რომ ის თავად არის დარწმუნებული და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ფაქტს არ შეიძლებოდა ადგილი ქონოდა, თუმცა გამოძიება აუცილებლად უნდა წარიმართოს და ყველა ასეთ გაუგებრობას და ყველა კითხვას დროულად უნდა გაეცეს პასუხი,” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა სიღნაღში – გაზის აფეთქების შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“ხელისუფლების უმოქმედობას ქვეყანა სოციალური აფეთქებისკენ მიჰყავს”