გამოძიება ამ მიმართულებით დაწყებული არ იყო

ლომჯარიამიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის განმავლობაში სისტემურ დანაშაულზე მუდმივად ვსაუბრობდით, გამოძიება ამ მიმართულებით დაწყებული არ იყო. ამის შესახებ „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა, ნინო ლომჯარიმა განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანია “ეს შენ გეხება” მიესალმება იმ ფაქტს, რომ გამოძიება არა მხოლოდ კონკრეტული კადრების ატვირთვასთან, არამედ სისტემის და არქივის შექმნასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს და გამოვლენილი არიან არა რიგითი პირები, არამედ შემკვეთები, ყოფილი მაღალჩინოსნები.

„იმედი გვაქვს, გამოძიება ფირების შემკვეთ უფრო მაღალ თანამდებობის პირებზეც გავა. ეს სისტემის გასაშიფრად გადადგმული პირველი ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი საზოგადოებრივი აქტივობის შედეგია“,-აღნიშნა ლომჯარიამ.

ამასთან, მისივე თქმით, 2013 წელს განადგურებულ არქივში იყო ინტიმური და სხვა სახის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. იყო პერიოდი; როცა ამ არქივიდან ინფორმაციამ გაჟონა და კონკრეტული პირები აცხადებდნენ, რომ მათ მიმართ შანტაჟი ხორციელდებოდა.

„სახელმწიფომ გარკვეული კადრები გაანადგურა და თქვა, რომ მის ხელთ არსებული მასალის განადგურებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ეს ხელისუფლების მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ასეთი ტიპის კადრების ფლობის არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა“,-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საინტერესოა, სისტემაში ისევ ხომ არ მუშაობენ დანაშაულში მონაწილე პირები.

„გამოძიების პარალელურად აუცილებელია რეფორმის გატარება, რადგან სამართალდამცავ ორგანოებს ძალაუფლების გადამეტებისკენ მიდრეკილება აქვთ. თუ ხელისუფლება ამ უწყებებზე სათანადო კონტროლს არ განახორციელებს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში კი ხელისუფლება, მათი მსხვერპლი გახდება“,-განახცადა ნინო ლომჯარიამ.

წყარო

banner
წინა სტატიაშიფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე დაკავებები ზღვაში წვეთია
შემდეგი სტატიაპარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ფორმირება უახლოეს ხანში დაიწყება