გამოძიება: ალიევის გოგოებს მილიარდი დოლარის აქტივები აქვთ

ალიევააზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰალმ ალიევის ქალიშვილები 56% წილს ფლობენ კომპანიაში, რომელიც ოქროს 6 საბადოს ფლობს და რომლის ღირებულება მილიარდობით დოლარია – „პანამის დოკუმენტებზე“ დაყრდნობით კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულთა გამოძიების ცენტრი ავრცელებს.
10 წლის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნული 6 საბადოს მართვის უფლება ბრიტანულ და სამ ოფშორში არსებულ კომპანიას გადასცა, მაგრამ სინამდვილეში, ცენტრის ამტკიცებს, რომ საბადოები ალიევის ოჯახის წევრების მფლობელობაში გადავიდა.
გამოძიების თანახმად, რომელიც მიმდინარე მომენტში პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ხადიჯეი ისმაილოვმა 2012 წელს ჩაატარა, ალიევის ოჯახს კომპანიაში 11%-იანი წილი ეკუთვნის, თუმცა, ბოლო დოკუმენტებით საუბარია უფრო დიდ წილზე.
ალიევის პრეს-სამსახურმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ კანონით, პრეზიდენტის შვილებს უფლება აქვთ კომერციული საქმიანობა აწარმოონ. პრეს-მდივნის თქმით, „ისინი უკვე აზერბაიჯანის ზრდასრული მოქალაქეები არიან და შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესი. ეს აკრძალული არ არის“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აზერ გასიმოვმა, რომელმაც დააკონკრეტა, რომ არ იცის რა წერია ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებში, „პრეზიდენტის შვილები კი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბიზნესის კეთება“ – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Mossack Fonseca, საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებლების მიერ გამოქვეყნებული „პანამური მასალებით“, მსოფლიოში ბევრ ცნობილ პოლიტიკოსს და საზოგადო მოღვაწეს გადასახადების დამალვასა და სხვა სანქციების თავის არიდებაში ეხმარებოდა.
კომპანია Mossack Fonseca-მა გუშინ აღნიშნულ გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა და ბრალდება ოფიციალურად უარყო.

banner
წინა სტატიაშითბილისში რუსული სატვირთო მანქანები გამოჩნდა
შემდეგი სტატიაშს სამინისტრო – რუსულნომრიანი ავტომანქანები, რომლებიც თბილისში გადაადგილდებოდნენ, ჩამოწერილი ტექნიკაა