გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს – შსს-მ ვარკეთილში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

შსს-ს ვარკეთილში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძალვის ბრალდებით 2 პირი: საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან დაკავებულები.
“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ე.ბ., ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 2 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)” -აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა თბილისის საკრებულოში
შემდეგი სტატია(Video)”დიდი ქურდული ოჯახის შვილი ვარ, მან ქურდებს მიმართა და მე ფულის ამოღება დამავალეს” – ვინ დააკავეს ვარკეთილში