ორი დღის წინ, ზუგდიდის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა პაციენტთან გამოიძახეს.
მართალია, მედპერსონალი დანიშნულების ადგილას დროულდ მივიდა და გულის შეტევიანი ადამიანი, კლინიკაში გადასაყვანად, სასწრაფოს მანქანაშიც ჩასვა, მაგრამ გზაში ავტომანქანა, როგორც იტყვიან, მაგდანას ლურჯასავით დადგა.
მთელი მედპერსონალი და პაციენტის ახლობლები „სასწრაფოს“ აწვებოდნენ და ზუსტად იმ დროს, როცა იმედი გადაიწურა, მანქანა დაიქოქა, თუმცა კლინიკამდე ძლივს მივიდა.
ყველაზე მთავარი, მანქანა კლინიკის მისვალმდე ორჯერ გაჩერდა. მედპერსონალმა პაციენტი საკაცით სირბილ-სირბილით შეიყვანა.
როგორც „თაიმერს“ ეუბნებიან, დღეს თავს კარგად გრძნობს!
აი, სწორედ ამაზეა ნათქვამი, ბედი მომეცი და თუ გინდა, სანაგვეზე გადამაგდეო.