8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან, დაუბრუნდით არდამორჩილების ბრძოლას – ელენე ხოშტარია შეწყალებულებს მიმართავს

კოალიცია ‘ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მამუკა ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და მათ მოუწოდებს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან:

„ბუნებრივია, ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ მათ ამას, ადამიანურად. ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც ციხეში რჩება. ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვრებიან ყველაფრის ფასად. ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია.

მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს, მიიღეთ არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას.

ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას „ლელოსგან“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიაისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის- მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს