გამოდით ხალხო, ივანიშვილი ქვეყანას რუსეთს აბარებს – თაკო ჩარკვიანს და ეკა ხერხეულიძეს პარლამენტში არ უშვებენ

გამოდით ხალხო, ივანიშვილი ქვეყანას რუსეთს აბარებს – თაკო ჩარკვიანი მოსახლეობას მიმართავს. პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი პარლამენტში შესვლის უფლებას ითხოვს. მისი თქმით, სამარცხვინოა, როცა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იმ პირებს, ვისაც პარლამენტში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აქვთ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

„ქვეყნის გადაბარება მიდის , ხალხნო. მივმართავ ყველას, გამოდით ხალხნო, ივანიშვილი ქვეყანას აბარებს. არავინ არ არის კობახიძე, არის პაიკი ჩვეულებრივი. აქ დგას პოლიცია, რომელიც აი, ამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, იმიტომ, რომ კონსტიტუციას არღვევინებენ. ჩვენ მოვითხოვეთ შევარდნა კი არა, დელეგაციამ თითო წარმომადგენლით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოითხოვეთ შესვლა, სრულიად ოპოზიციამ თითო წარმომადგენლით. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. მე ახლა ვთხოვ მათ, ეკა დგას აქ ხერხეულიძე, ბაჩუკი ქარდავა, ყველანი აქ ვართ თითო წარმომადგენლით შეგვიშვით პარლამენტში ჩვენი კონსტიტუციური უფლებით, გაარღვიეთ კორდონი, შემიშვით პარლამენტში. შეგვიშვით პარლამენტში! ეკა, მომკიდე ხელი! ბიჭებო, მომკიდეთ ხელი! შემიშვით პარლამენტში, უნდა შემიშვათ, კონსტიტუციას არღვევთ!” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვს ყოფილი დეპუტატი ეკა ხერხეულიძეც. მისი თქმით, ხელისუფლება კანონს არღვევს, როცა მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას უზღუდავს.

banner
წინა სტატიაშიპარტია „გამარჯვებული საქართველო“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი რედისონში რუს დეპუტატებთან მივიდა