“გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან…”- გოგიჩაიშვილი პოლიტსაბჭოზე

ლევან გოგიჩაიშვილი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ცხრა დეპუტატის ინიციატივაა პრობლემა, “ისინი გვერდით გაიწევიან”. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მოსამართლეების საკითხზე მსჯელობა ორჯერ შედგა.

„მოგვცენ იმის გარანტია, რომ ჩინჩალაძეს არ აბარებენ უვადოდ სასამართლოს. რას ნიშნავს კანონპროექტს ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ, ეს არასერიოზულია. გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან ინიციატივას ვინ გამოიჩენს. ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გვერდზე გავიწევით. პრობლემა არ არის, ამას ჩემთვის კი არ ვაკეთებ. თუ რამის გაკეთება უნდოდათ, ვფიქრობ, მორატორიუმი პირველი პასუხია ამაზე. განცდა, რომ ჩინჩალაძეს ვიღაც დასანიშნი ჰყავს და იმ მოსამართლეს რა ეშველება, რომელსაც ჩინჩალაძე ცოტა ხანში ვერ დანიშნავს, ეს არ არის არგუმენტი, რომლითაც საზოგადოებას უნდა უპასუხოს

ჩვენ ორივეჯერ ვთქვით, რომ კანონპროექტს მოვამზადებდით და ამ კანონპროექტს პარლამენტში ინიციატივის სახით შევიტანდით. არც იმ ადამიანებს არაფერი არ უთქვამთ, ვინც დღეს ერთმანეთს ვერ ასწრებენ თქვან, რომ ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციურია ან სასამართლოს პრობლემა ექმნება. ერთი სიტყვა ვინმეს გულწრფელად რომ ეთქვა ჩავთვლიდი, რომ მართალი არ ვარ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადო გამწესების 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გაკეთდა განცხადება. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და კობახიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : მედიაციის შესახებ კანონი განხილვაშია და პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება