“გამოდი, უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა!” – ხელჩართული დაპირისპირება ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის (ვიდეო)

ხმაური იყო პარლამენტში – ცოტა ხნის წინ, პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” და “პატრიოტთა ალიანსის” წევრები დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები”, – მიმართა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას.

დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მოაწყო კლოუნადა.

„არაფერი არ ხდება, ისინი უბრალოდ მარცხს ვერ ეგუებიან. მერამდენედ უნდა მოაწყოს კლოუნადა ნიკა მელიამ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება მწარე მარცხს, რომელსაც ჩვენ დავპირდით. ასეთია დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ სახე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

https://youtu.be/nzZWvgRb1MM

banner
წინა სტატიაში“შევთანხმდით იმაზე, რომ ბევრი საერთო საქმე გვაქვს” – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატია“ეს არჩევნები დემოკრატიულად არ უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას” – სალომე სამადაშვილი