გამოდი რუსთაველზე 8 საათზე და დადექი ჩუმად – ჯაფარიძე აქციას აანონსებს

დღეს 8 საათზე საღამოს გამოდით რუსთაველზე და 1 საათი ჩუმად დადექით – ამ მოწოდებით პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საკუთარ “ფეისბუქზე” საზოგადოებას მიმართავს. ის გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებს და მომხდარში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს ადანაშაულებს.

“ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია,რომელიც ჩაატარეს ერთად ხელისუფლებამ და საპატრიარქომ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფეხებს ამ ქვეყნის წინსვლას და კლავს ჩვენი შვილების მომავალს. ეს სიბნელე დგას ყველგან, სადაც კი მე რამე ვცადე, რამის გაკეთება და რა მიმართულებითაც არ წავედი ყველგან ამ სიბნელეს შევეჯახე, როგორც კედელს.

დღეს, 8 საათზე საღამოს გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით. არავინ არაფერს არ გთხოვს, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი იქნება, არც მუსიკა იქნება და არაფერი, უბრალოდ გამოდით და 1 საათი დადექით”,- ამბობს ზურა ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – აქციაზე პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო
შემდეგი სტატიარატი იონათამიშვილი – ჟურნალისტებზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე თავდასხმას