„გამოდი გოგაშვილო, არ გყოფნის ვაჟკაცობა? კაცობა არ გაქვს? აღიარე შენი დანაშაული…”

„გამოდი გოგაშვილო, არ გყოფნის ვაჟკაცობა? კაცობა არ გაქვს? აღიარე შენი დანაშაული, გააგებინე ხალხს, რომ უდანაშაულოდ ჩემი შვილიშვილი მომიკლა და შუბლი გაუხვრიტე მწოლიარე ლოგინში,“- ეს განცხადება, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან გააკეთა.

“ქართული ოცნების” ოფისთან ამ წუთებში შვილმოკლული ოჯახები საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით მალხაზ მაჩალიკაშვილის დედამ მიმართა.

„მე ვარ ის ბებია, რომელმაც სოსო გოგაშვილის დავალებით გვერდები ჩამილურჯეს, ერთადერთი შვილის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი თემირლანი მოუკლეს, რომელიც გოგაშვილის დაკვეთით მძევლად აგვიყვანეს და შუბლგახვრეტილი ჩემი პატარა სანთელივით სუფთა თემირლანი მკვდარი გაიტაცეთ და გაიყვანეთ,“- განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის ბიძა – თუ გოგაშვილი არ გამოვა ჩვენთან შესახვედრად, მე მას სახლში მივადგები