“გამოდი ღირსებისთვის” – დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

“გამოდი ღირსებისთვის” – დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. აქტივისტები რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ამ შესაძლო დანაშაულისთვის ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვინც ჩანაწერში ფიგურირებს.

“მას შემდეგ რაც, ტვ პირველის ეთერში გავიდა აუდიოჩანაწერები, სადაც დასტუდება,რ ომ ივანისვილის მანიაკების ოჯახი მართავს ქვეყანას, მოძრაობა “საქართველოსთვის” უწყვეტად მართავს აქციებს. კანცელარიასთან 15:00 საათზე გაიმართება აქცია სახელწოდებით “გამოდი ღირსებისთვის”. ესაა ჩვენი ღირსების საქმე და უნდა დავდგეთ ერთად”, – ამბობს, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი მუმლაძე.

მათი თქმით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. აქტივისტები მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიჯაღმაიძე: მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს
შემდეგი სტატიაჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადმოიყვანეს