გამოჩნდნენ იმ კაცების სხვა მსხვერპლებიც, რომლებმაც ნატა ვიბლიანზე იძალადეს,– ამბობს ნატა ვიბლიანის ადვოკატი მარიამ ბარსონიძე ფორმულასთან ინტერვიუში.
,,ამ ქალბატონებს ჯერ არ შესწევთ ძალა, რომ თავიანთი სახელებით და გვარებით იპოზიციონირონ საზოგადოების წინაზე, როგორც ქალბატონი ნატა ვიბლიანი, თუმცა გამოჩნდნენ. პირადად მეც მომწერეს. ნატასაც არაერთი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით. მათ შორის, არაერთ ქალბატონზე აქვს ნათქვამი ნატა ვიბლიანს ის უტყუარი დეტალები, რაც კონკრეტულად ამ პირების მიერ არის ჩადენილი სხვა ქალბატონებთან მიმართებაში“ – ამბობს მარიამ ბარსონიძე.













