გამოჩენილი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა

მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საკინორეჟისორო ფაკულტეტის დამტავრების შემდეგ (სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო), მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი იყო „რვანახევარი“, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა. 1964 წელს შემოქმედმა გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქორწილი“, რომელმაც ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, „საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი“). 1969 წელს „მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 2002 წელს საფრანგეთში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“.
1996 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა[1]. 2009 წლის 5 აპრილს, პარიზში, კინორეჟისორის, კონოთეატრ Action Cristine-ში, მისი ექვსივე ფილმის ჩვენება მოეწყო. გამოჩენილი რეჟისორის ფილმების ჩვენება მოხდა თბილისშიც, 2010 წლის 10 ნოემბერს.
მიხეილ კობახიძეს გადაღებული აქვს ფილმები-ახალგაზრდა სიყვარული (1961), კარუსელი (1962), ქორწილი (1964), ქოლგა (1967), მუსიკოსები (1969), გზაში (2003)
ცნობილი ქართველი მსახიობის გეგა კობახიძის მამა, მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

banner
წინა სტატიაშითელავში ორი ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 21 წლის მამაკაცია დაკავებული
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: მინისტრი თურნავა მორიგ ტყუილს ამბობს