“გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა და სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარვმდგარიყავი” – მამუკა ვასაძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილესთან, მამუკა ვასაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს. გასაუბრების დაწყების წინ, სხდომის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა საზოგადოებას, ვასაძის მოკლე ბიოგრაფია გააცნო და აღნიშნულ ვაკანსიაზე, მის მიერ განაცხადის წარდგენის მოტივაციით დაინტერესდა.

„მოტივაციას რაც შეეხება, ჩემმა გამოცდილებამ, დაწყებული რიგითი გამომძიებლიდან, გაგრძელებული დღევანდელ პოზიციამდე, ასევე იმ პრაქტიკულმა უნარ-ჩვევებმა, რაც ამ კარიერული ზრდის პროცესში მივიღე, მომცა შესაძლებლობა, სურვილი და მოტივაციაც, წარმომედგინა ჩემი თავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

მამაუკა ვასაძე საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის პირველი მოადგილის პოტს 2018 წლის დეკემბრიდან იკავებს. მას ჩაბარებული აქვს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა 2006 წელს, ასევე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2004 წელს. 2018 წლის ივნისსა და ივლისში იყო მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი.

banner
წინა სტატიაშივინ დგას ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების უკან – ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიათიბისი ბანკმა ResponsAbility Investments-ისგან 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა