გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა

“გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა.
ივანიშვილმა გააუქმა ამერიკელი მასწავლებლების მიერ ინგლისურის სწავლის პროგრამა,დახურა ამერიკული ტექნოლოგიური და შავი ზღვის უნივერსიტეტები,ქვეყნიდან გააქცია ბენდუქიძე და დააზიანა მისი უნივერსიტეტი და ახლა ყველა ბავშვის მომავალს შეეხო,ამ უკიდურესად მავნებლური გადაწყვეტილებით“-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება.

ქართული ენის, ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება.

მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.

აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები.

სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

ამასთან, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს მეთორმეტე კლასელებისთვის შენარჩუნდება.

banner
წინა სტატიაში,,პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს”-ხატია მოისწრაფიშვილი
შემდეგი სტატიაზვიად ცაბაძე: ”შეიცან თავი შენი”