გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,საგამოცდო ცენტრების აღჭურვის პროცესი სრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მზადება 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრების ტექნიკური აღჭურვის პროცესი უკვე სრულდება.

გამოცდები ჩატარდება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრები და სექტორები ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებითაა მოწყობილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

საგამოცდო ცენტრში პირბადით მისულ აბიტურიენტს, მაგიდასთან დაჯდომამდე ჯერ თერმოსკრინინგის და დეზობარიერის გავლა მოუწევს. პირბადის მოხსნა კი მხოლოდ გამოცდის დაწყების შემდეგ შეეძლება. ორმეტრიანი დაშორებით განთავსებულ თითოეულ მაგიდაზე დამონტაჟებული ექნება დამცავი ფარი. სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, ტემპერატურის მიხედვით, იმოქმედებს სპეციალური წესები და საჭიროების შემთხვევაში აბიტურიენტს იზოლირებულ სივრცეში გადაიყვანენ. 37,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მას გამოცდიდან მოხსნიან.

banner
წინა სტატიაში“საქართველო 15-დან ერთ-ერთ ქვეყნად დასახელდა, ეს არის აღიარება იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია ქვეყანამ”
შემდეგი სტატიალაშა ბაქრაძე-ილიას სახლში ქართული მარში პარპაშებს, მას სულში ჩააფურთხეს