გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრი 30-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს.
“წყაროს” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის უმრავლესობა ის თანამშრომელია, რომელიც აქციებში მონაწილეობდა.
“უწყებაში ამ საკითხს რეორგანიზაციით ხსნიან და აცხადებენ, რომ დეკემბრიდან მათ შრომით ხელშეკრულებებს აღარ გაუგრძელებენ”, – ამბობს “წყარო”.



















