გამოცდას ის თანამშრომლებიც ჩააბარებენ, რომლებსაც ერთხელ უკვე ჩაბარებული აქვთ – კალაძე

მერიაში დაგეგმილი ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველა დასაქმებულს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, გამოცდას მერიის ის თანამშრომლებიც ჩააბარებენ, რომლებსაც გამოცდა ერთხელ უკვე ჩაბარებული აქვთ.
“მთავარი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება. რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდა, მათ აუცილებლად მოუწევთ გამოცდის თავიდან ჩაბარება”, – განაცხდა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარიკა დათუკიშვილი : დანამატები, რომლებიც უკანონოდ ჰქონდა ოცნების ხელისუფლებას, დღეს უკვე დაკანონებულია
შემდეგი სტატიაომბუდსმენი მაჩალიკაშვილი ოჯახის წევრებს ხვდება