გამობრძანდით და დაგმეთ, რაც ხდება. ეს არ არის ევროპულობა, ეს მიუღებელია – ზარქუა ევროკავშირის ელჩებს მიმართავს

ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები, მარგინალები, ადამიანებს აბულინგებენ. მაინტერესებს, ელჩებისთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებენ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა საქართველოში წარმოდგენილ ევროკავშირის ელჩებს მოუწოდებს, „გამობრძანდით და დაგმეთ, რაც ხდება. ეს არ არის ევროპულობა, ეს მიუღებელია“.

„ჩვენთან წარმოდგენილ ევროკავშირის ელჩებს მივმართავ, ბოლშევიკურ თუ ფაშისტურ მიდგომებს ამჩნევთ? თუ ადამიანს განსხვავებული პოზიცია აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები, მარგინალები, ადამიანებს აბულინგებენ. მაინტერესებს, ელჩებისთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებენ? შესაბამისი შეტყობინება უნდა გაუგზავნონ, რადგან ამ ადამიანებს მათი ფონდები აფინანსებენ. როგორც გავიგე, ეს არის USAID-ი, „დემოკრატიული განვითარების ფონდი“ და ა.შ. მოგწონთ, რაც ხდება? მერე არ მივიღებთ პასუხს, ჩვენ არ ვიცოდით თურმე, რომ ჩვენი ევროპული ფინანსები ამაში გამოიყენებოდაო. აგერ, გეუბნებით, გამობრძანდით და დაგმეთ ის, რაც ხდება. ეს არ არის ევროპულობა, ეს მიუღებელია. როგორც ჩვენ ვგმობთ, ისე დაგმეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ ის ევროპული და ამერიკული ფინანსები, რაც ამ ფონდებში, ორგანიზაციებში და მედიებში მიემართება, თქვენი ფონდები აფინანსებს. გამობრძანდით, ან შეუწყვიტეთ და დაგმეთ, ან ჩავთვლით, რომ თქვენ ახალისებთ ამ მიდგომებს, რაზეც პასუხი შემდეგ სახელმწიფოს ექნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დაიკავა – ლაშა ხუციშვილი
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები “რუსულ კანონს” საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ