17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

“ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

დარღვევები დაფიქსირდა ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს “რაგოშიც” (ს/კ 419617258; მისამართი: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამტრედია). ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე, არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.” – ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სააგენტოს აღიარება.

banner
წინა სტატიაშიშსს: დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ლიდერი, რომლებიც სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ
შემდეგი სტატიარუსებმა უკრაინის რეგიონებს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს