გამოაქვეყნდა ახალი ვიდეო პეტრო პოროშენკოს ოფშორული მაქინაციების შესახებ (ვიდეო)

2017 წლის გაზაფხულზე საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა და კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საგამოძიებო ცენტრმა მიიღეს წვდომა ახალი დოკუმენტებისადმი, რომლებმაც მიიღეს პირობითი სახელწოდება “დოკუმენტები სამოთხის კუნძულებიდან”.
კვირას, ამა წლის 5 ნოემბერს, 67 ქვეყნის 400 ჟურნალისტმა ერთდროულად გამოაქვეყნა თავიანთი საგამოძიებო მასალები ჩინოვნიკთა ფინანსური საიდუმლოებების შესახებ. უკრაინული გამოცემა “Слідства.Info” დაიტერესდა არიან თუ არა მათ შორის უკრაინის მოქალაქეები.
გამოქვეყნებულ მასალებში ფიგურირებს სულ 10 უკრაინული გვარი.
უკრაინის ტელეკომპანია “Громадське Телебачення”, “YouTube”-ის საკუთარ არხზე აქვეყნებს ჟურნალისტ ანა ბაბინეცის გამოძიების მასალებს სახელწოდებით “მუქი შოკოლადი”, რომელიც ეხება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოფშორებს. გამოძიება ეყრდნობა “დოკუმენტებს სამოთხის კუნძულებიდან”. ავტორი ირწმუნება, რომ პოროშენკოს მიერ ოფშორების გახსნის მიზანს წარმოადგენდა “გადასახადების მინიმალიზაცია”.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტური კამპანიის “Panama Papers”-ის სკანდალის ფიგურანტია, რომელმაც 2016 წელს გამოაქვეყნა მასალები პოროშენკოს ოფშორულ მაქინაციებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიტეხასში ბაპტისტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა-არის დიდი რაოდენობით მსხვერპლი
შემდეგი სტატია 27 მოკლული და 24 დაჭრილი-ტრამპი ტერაქტს იაპონიიდან გამოეხმაურა