გამყრელიძისრეკომენდაცია: კონფერენციებსა და შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილები დაუშვან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ დიდ შეკრებებზე, ობიექტებმა და ორგანიზაციებმა მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ადამიანები დაუშვან.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ კონფერენციებსა და შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. იგივე, სასტუმროებში, აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად, ორჯერადად იყოს აცრილი და იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც შეკრება სხვადასხვა მიზეზით, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები. დღეს, ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა აცრებზე გადის. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატია“კუჭავას განცხადების გულწრფელობას მაშინ ვირწმუნებ, როცა ღარიბაშვილი, გომელაური და ლილუაშვილი გადადგებიან”