გამყრელიძე: ვნახოთ, როგორ იმუშავებს ქვეყანაში „მწვანე პასპორტის“ ინიციატივა, ამის მიხედვით, შეიძლება, არეალის გაფართოებაზე ვიფიქროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, სამომავლოდ, „მწვანე პასპორტების“ კონცეფციის ამოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც განიხილონ, თუმცა, ეს გარკვეულ სირთულეს უკავშირდება და ჯერ, საჭიროა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმუშავებს ეს კონცეფცია 1-ლი დეკემბერს ასამოქმედებელი რეგულაციების ფარგლებში.

„მოგეხსენებათ, ტრანსპორტში აღსრულების მექანიზმი, აღსრულებაზე კონტროლი რთულია. ჯერ ვნახოთ, როგორ იმუშავებს ქვეყანაში „მწვანე პასპორტის“ ინიციატივა. ამის მიხედვით, შეიძლება, მერე ვიფიქროთ არეალის გაფართოებაზე“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაში“გარკვეული ნიშნები არის, მაგრამ ძალიან – ძალიან მაღალ ციფრებზე”
შემდეგი სტატიაზუგდიდში ანი წითლიძემ პოლიციის შენობასთან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიიტანა