გამყრელიძე – ვირუსის დამარცხების გზა გადის მხოლოდ პრევენციულ ღონისძიებებსა და ვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს.

გამყრელიძის თქმით, ნომერ პირველი ამოცანა მასობრივი ვაქცინაციაა, რომელზეც გადის პანდემიის დასრულების გზა.

„ქვეყანაში 500 აცრილი ადამიანი არის ერთი შენარჩუნებული სიცოცხლე. ამიტომ, საქართველოს თითოეული მოქალაქე თავის თანამოქალაქეებთან ვალდებულია, რომ აიცრას და თავისი აცრით დაიცვას სხვა ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დილის მონაცემებით ჩატარებულია 38 553 აცრა.

„აქედან „ასტრაზენეკათი“ აცრილია 21 910, „ფაიზერით“ 13 756 პირველი დოზით, გვყავს 2 887 „ფაიზერით“ ორჯერადი დოზით, ანუ სრულად აცრილი“, – დასძინა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიშეცდომა ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე
შემდეგი სტატიაარ შეეხოს ამნისტია 20 ივნისის ჯალათებს – აქცია ამერიკის საელჩოსთან