გამყრელიძე – ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ პროცესს დიდი სტიმული ვერ მისცა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის წამახალისებელმა ლატარიამ პროცესს დიდი სტიმული ვერ მისცა.

„მარათონი 18 ოქტომბერს დავიწყეთ და პირველ დღეს 4 სოფელში, დაახლოებით 101 ადამიანი აიცრა. შემდეგ დაემატა იგივე 4 სოფელში 50-მდე ადამიანი. გაგრძელდა ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში. იმედი მაქვს თანდათან ეს მოიმატებს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპი დაეცა. ვინც იყო მოტივირებული, მოვიდნენ და აიცრნენ. ახლა მეორე ნაბიჯია, რაც ახლა კეთდება, მივიდეთ ადამიანებამდე და მესამე პირდაპირი ან არაპირდაპირი მანდატორიზმი. რაც შეეხება წამახალისებელ ლატარიას, გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, დიდი სტიმული მისცა, ასე ნამდვილად არა. რაც შეეხება ახალ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, ეს ძირითადად არის სოფლის მოსახლეობაზე გათვლილი. 10 დღე უნდა დაველოდოთ ამ მარათონის შედეგებს და შემდეგ ვნახოთ,“- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისამაგიდო თამაში Godsland – მოიგებს ის, ვინც შეიმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს