გამყრელიძე – ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ამ დროისთვის დამატებით 12 000-მდე პირი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში დამატებით 12 000-მდე ვაქცინაცია ჩატარდა.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ეთნიკურ უმცირესობებთან ვაქცინაციის პროცესი პრობლემად რჩება.

„იმ სოფლებში, სადაც იწარმოება ვაქცინაციის მარათონი, დაახლოებით 12 000-მდე დამატებითი აცრა არის გაკეთებული. ეს ნიშნავს, რომ მეტი ცნობიერება შევიდა სოფლებში, მაგრამ უფრო მეტი სტიმული აცრებს მისცა 200-ლარიანმა წახალისებამ, ასევე მეტად წაახალისა „მწვანე პასპორტებმა“. 90 000-მდე დამატებით ადამიანია 60 წლის ზემოთ აცრილი. ეთნიკურ უმცირესობებთან ვაქცინაციის პროცესი პრობლემად რჩება. გიდასტურებთ, აქ მეტი სამუშაოა, ენის ბარიერი და სხვა პრობლემები რჩება. ამ საკითხზე ვმუშაობთ მთელი გუნდი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოფელ-სოფელ, მათ შორის იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები სახლობენ და იქ ახსნა-განმარტებითი მეტი მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – არ ვაპირებ აქციებს შევუერთდე იმის მიუხედავად, რომ მიყვარს აქციებზე სიარული
შემდეგი სტატიაგადავდგამთ ნაბიჯებს, რითაც შეიძლება დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია – ადვოკატი